ბონო შიშობს, რომ ტრამვის შემდეგ გიტარაზე დაკვრას ვეღარ შეძლებს

მუსიკალური ჯგუფის U2–ს შიშობს, რომ ამიერიდან გიტარაზე დაკვრას ვეღარ შეძლებს. ამ ინფორმაციას „The Independent“–ი ავრცელებს. „აღდგენის პროცესი უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. გაუგებარია, შევძლებ, თუ არა ოდისმე გიტარაზე დაკვრას“, – ნათქვამია ირლანდიელი ფრონტმენის განცხადებაში.
2014 წლის ნოემბერში ბონო ნიუ–იორკის ცენტრალურ პარკში ველოსიპედით სეირნობისას მძიმედ დაშავდა, ირლანდიელმა ინციდენტის შედეგად სახის და ხელის ძვლები ექვს ადგილზე მოიტეხა. მომღერალს ხუთსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა და მას სხეულში  მეტალის სამი ფიქსატორი ჩაუსვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები