ყაზანში ყურანის შეუწყვეტელი კითხვის პროცესი დაიწყო

ყაზანის მეჩეთ კულ შარიფში ყურანის შეუწყვეტელი კითხვის პროცესი დაიწყო. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „ენ–ტე–ვე“ ავრცელებს. მუსულმანების წმინდა წიგნის კითხვა შეუჩერებლად, წლის ბოლომდე განხორციელდება. ამისათვის ყაზანის მეჩეთში სპეციალური ადგილი გამოჰყვეს, ხოლო თათარსტანის სასულიერო განყოფილების საიტზე კითხვის პროცესის ონლაინ ტრანსლაცია განხორციელდება. თათარსტანის სასულიერო განყოფილების პრესსამსახურის განცხადებით, ყურანის შეუწყვეტელი კითხვა უნიკალურია არა მარტო თათარსტანისთვის, არამედ რუსეთისთვისაც, რადგან რუსეთის ფედერაციაში მსგავსი პროცესის ორგანიზება პირველად მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები