მალაიზიური ლაინერის 30 მგზავრის ცხედარი იპოვეს

  • მაშველებმა იავანის ზღვაში ჩავარდნილი ავიაკომპანია AirAsia-ს ლაინერის კიდევ 8 მგზავრის ცხედარი იპოვეს. როგორც უცხოური მედია წერს, თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთის ადგილმდებარეობის დასადგენად მიმდინარე წყალქვეშა საძიებო სამუშაოები ამ დროისთვის ძლიერი ტალღების გამო შეჩერებულია. მალაიზიური თვითმფრინავი, რომელიც რეისს ინდოეთის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურის მიმართულებით ასრულებდა 28 დეკემბერს რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავის ბორტზე 162 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ამ დროისთვის სულ 30 მგზავრის ცხედარია ნაპოვნი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები