1 იანვრიდან ევროკავშირს ლატვია უხელმძღვანელებს

ლატვია 1 იანვრიდან,  6 თვის ვადით ევროკავშირის ხელმძღვანელია. ლატვიის პრემიერ–მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ ამ პოსტზე ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად 315 მილიარდი ევროს მოცულობის საინვესტიციო პროგრამის რეალიზაციის დაწყება დაისახა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ევროსაბჭოს თავჯდომარემ ჟან–კლოდ იუნკერმა მთავარ ამოცანად დასახა.
„ეს ევროკავშირში ლატვიის პირველი პრეზიდენტობაა, ამიტომაც ჩვენ მას პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით ვეკიდებით. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია – სამუშაო ადგილები და ეკონომოკის გაზრდა“ – განაცხადა ლაიმდოტა სტრაუიუმამ.
ლატვია ასევე აპირებს ფორმატის „აღმოსავლური პარტნიორობას“ ფარგლებში პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან ურთიერობის განვითარებას, ამასთან ინდივიდუალური მიდგომების გამოყენებით. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა განცხადებით, ლატვიამ სწორად განალაგა პრიორიტეტები და გერმანიის მხრიდან მას სრული მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს. ლატვია ასევე აუცილებლობად მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობაში მკაცრი ხაზის გატარებას.
ლატვიური მხარის განცხადებით, ცივი ომის დასრულების და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაძაბულობის შემცირების შედეგად, 2003 წელს უშიშროების სფეროში ევროკავშირის მიღებული სტანდარტების გადახედვის დრო დადგა. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარდს რინკევიჩმა ხაზი გაუსვა, რომ არ სურს ევროკავშირში მისი ქვეყნის თავჯდომარეობა განიხილებოდეს როგორც „ანტირუსული“, თუმცა აღმოსავლეთ საზღვართან სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე დამყარებული კავშირის ამჟამინდელი სტრატეგია მოძველებულია.
ლატვია ევროკავშირში 2004 წელს შევიდა, 2014 წელს კი ევროზონას შეურთდა. ევროკავშირში ლატვიის თავჯდომარეობის ნახევარი წლის მანძილზე ქვეყანა 200–მდე ღონისძიება გაიმართება. ლატვიას დაახლოებით 25 ათასი უცხოელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი, ასევე 70 ჟურნალისტი ეწვევა. მომზადებულია svoboda.org–ის მასალებზე დაყრდნობით

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები