გროზნოს სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს ექვსი წელი მიუსაჯა
გროზნოს სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 25 წლის ბესლან წინწალაშვილი ჩეჩნეთში ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით გაასამართლეს. მას ბრალად ედება ჩეჩნეთის ორი მოქალაქის სირიაში გადაყვანა და ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” სასარგებლოდ ბრძოლა.
ჩეჩნეთის პროკურატურის განცხადებით, ბესლან წინწალაშვილი ჩეჩენ მოქალაქეებს უცხოეთის პასპორტის დამზადებას და საქართველოდან სირიაში გადაყვანას დაჰპირდა.