გეგუთისა და ბათუმის საპატიმროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ მოკლე ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დღეს სასჯელაღსრულების #14 (გეგუთი) და ბათუმის #3 დაწესებულებებს ესტუმრება და თანამშრომლებს საკადრო ცვლილებებს პირადად გააცნობს. თუმცა, კონკრეტულად რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა, ჯერჯერობით უცნობია.