ტელეკომპანია „მაესტრო“ ნინო თოლორდავამაც დატოვა

ტელეკომპანია „მაესტრო“ საინფორმაციო გამოშვების კიდევ ერთმა წამყვანმა ნინო თოლორდავამ დატოვა. მან ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
“მაესტრო”! შემიყვარდა ეს არხი! მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგებს და ადამიანებს, ვინც აქ თქვენ, რეალობას გიყვებოდათ! შევხვდებით სხვა არხზე, ან არ შევხვდებით… P.S. ბედნიერებაა, როდესაც გადაწყვეტილებას იღებ და ეს გადაწყვეტილება, დიიიიიდ თავისუფლებას და ბედნიერებასაც კი განიჭებს!“ – აღნიშნა თოლორდავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ტელეკომპანია “მაესტრო” დაატოვებინეს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნინო ჟიჟილაშვილს, რის შემდეგაც ტელეკომპანია დატოვეს საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერებმა და ჟურნალისტების ნაწილმა. დღესვე “მაესტროს“ ხელმძღვანელობამ არხის რეორგანიზაცია გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები