კახა კალაძე: პროფესიონალი მეომარი მისი სამშობლოს პატივია, სადაც არ უნდა იბრძოდეს ის

  ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
მინისტრის თქმით, პროფესიონალი მეომარი მისი სამშობლის პატივია, სადაც არ უნდა იბრძოდეს ის.
“ვუსამძიმრებ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჩვენი თანამემამულის ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს და ახლობლებს. ხსოვნა იყოს იმ მეომრების, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა საქართველოში, უკრაინაში. პროფესიონალი მეომარი – ეს არის მისი სამშობლის ღირსება და პატივი, სადაც არ უნდა იბრძოდეს ის, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში. თითოეული ჩვენი თანამემამულის, ზოგადად ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია, ტრაგიკულია გარდაცვალება, ხოლო დანაკლისის სიმძიმე კი უსაზღვრო”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები