პრემიერი: გუდაურში ყველა პირობაა საიმისოდ, რომ აქ აშენდეს თანამედროვე სტანდარტის სასტუმროები

გათოვლიანების ახალმა სისტემამ მოიტანა ახალი შესაძლებლობები. გუდაურში ყველა პირობაა საიმისოდ, რომ აქ აშენდეს თანამედროვე სტანდარტის სასტუმროები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ გუდაურში კომპანია“რედკოს“ სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის დათვალიერებისას განაცხადა.
მისი თქმით, სასიხარულოა, რომ გუდაურში, სასტუმროებთან ერთად, უკვე აპარტოტელებიც შენდება.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, დეველოპერულმა კომპანიამ “რედკო” ინვესტირება გუდაურში 2 წლის წინ დაიწყო. პირველი კომპლექსი გაიხსნა 2013 წლის დეკემბერში და მისი საინვესტიციო თანხაა 6 მილიონი დოლარი, მეორე და მესამე პროექტების მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, რომელთა საინვესტიციო თანხა 9 მილიონი დოლარია. 2015 წელს კი კომპანია გუდაურში 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები