უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს

  ქუთაისის მერი, იმერეთის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დღეს უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახში მივიდნენ და სამძიმარი გამოუცხადეს. უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს.
„ქუთაისის თვითმმართველობა მწუხარებას გამოთქვამს ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ჩვენ ერთ–ერთი ღირსეული თანაქალაქელი დავკარგეთ. ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვიყავით დაღუპულის ოჯახში და მათთან შეთანხმებით, დაკრძალვისთვის ყველა ხარჯს ქუთაისის თვითმმართველობა გაიღებს“, – განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები