„თავისუფალი თაობა“ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილის მხილებას გეგმავს
„თავისუფალმა თაობამ “ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარეს, ანდრო ბარნოვს მათთვის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზის დათმობის თხოვნით მიმართა.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, “თავისუფალ თაობას“ სურს 25 დეკემბერს, დიდ ეკრანზე ახალგაზრდებისა და სტუდენტებისთვის “მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების“ ჩვენება მოაწყოს.
„თავისუფალი თაობა“ მოგმართავთ თხოვნით, 25 დეკემბერს დაგვითმოთ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი, თავისი ტექნიკური აღჭურვილობით, რათა თვალსაჩინოებისათვის დიდ ეკრანზე მოვახდინოთ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების ჩვენება ახალგაზრდებისა და სტუდენტებისათვის, რაც იქნება დასტური, რომ ეს ბიბლიოთეკა არ არის მიკერძოებული და ერთი პოლიტიკური გუნდის, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერსებისა თუ იდეების განხორციელებას არ ემსახურება“, – აღნიშნულია მიმართვაში.