უკრაინა ჯარში გაწვევის წესს აღადგენს

უკრაინა ჯარში გაწვევის წესს აღადგენს, რის შედეგადაც 20-დან 27 წლამდე ახალგაზრდები სამხედრო სავალდებულო სამსახურში წელიწად-ნახევრის განმავლობაში იმსახურებენ. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უმაღლესი განათლების მქონე პირებისათვის სავალდებულო სამსახური ერთი წლით განისაზღვრება.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა უკრაინაში 2013 წელს შეწყდა, ქვეყნის დაცვა კი პროფესიულ საკონტრაქტო არმიას დაევალა. მომავალ წელს უკრაინის ხელისუფლება თავდაცვის ხარჯების შემცირებას არ გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები