ვიქტორ ბუტის საქმის მთავარი მოწმე მოკლეს

  ტაილანდში პოლიციის პოლკოვნიკი მოკლეს, რომელიც იარაღით უკანონოდ ვაჭრობისთვის გასამართლებული ვიქტორ ბუტის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა. რუსული მედიის ცნობით, ის რუსი ბიზნესმენის საქმეში, დაცვის მხარის მთავარი მოწმე იყო და ბუტის დაკავებაში თავად მონაწილეობდა.
გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისთვის არ ხმაურდება. ცნობილია, რომ პოლიციის პოლკოვნიკი იმ კერძო დეტექტივთან შეხვედრას გეგმავდა, ვინც ბუტის ინტერესებს იცავს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის სასამართლომ ვიქტორ ბუტს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ცნობილია, რომ ის 2008 წელს ტაილანდში დააპატიმრეს. მისი დაკავების საფუძველი ამერიკის დაზვერვის მიერ განხორციელებული სპეცოპერაცია გახლდათ. მან თანხმობა განაცხადა, ამერიკელი აგენტებისთვის იარაღი მიეყიდა. აგენტებმა ბუტს თავი „ფარკის’’ კოლუმბიის რევოლუციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებად გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები