ილია მეორე: ძალიან ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა უფლისთვის, როცა მადლს ვღებულობთ

  ძალიან ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა უფლისთვის, როცა ვღებულობთ მადლს, რომელიც მოგვანიჭა უფალმა – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათებრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მისი თქმით, უფალს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისთვის და ის მუდამ ჩვენთან იქნება.
“დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ყოველდღე ვლოცულობთ და ვთხოვთ უფალს მოგვანიჭოს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, პურის სიუხვე და სხვა. ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა უფლისთვის, “, – ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, უფალს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისთვის, განსაცდელისთვის, სიხარულისთვის, სიყვარულისთვის, ოჯახის სიმტკიცისთვის და უფალი მუდამ ჩვენთან იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები