გრიგოლაშვილის მამა: მორჩეს პოლიტიკური სპეკულაციები და ვთხოვ ყველას, თავი დაგვანებონ

   უნდა მორჩეს პოლიტიკური სპეკულაციები და ვთხოვ ყველას, თავი დაგვანებონ, – ამის შესახებ უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის მამამ, მიხეილ გრიგოლაშვილმა განაცხადა.
როგორც გარდაცვლილის მამამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებს.
“მე მინდა მადლობა ვუთხრა მთავრობას და საელჩოს, რომ ჩემი შვილის გადმოსვენებაში დამეხმარნენ. უნდა მორჩეს პოლიტიკური სპეკულაციები და ვთხოვ ყველას, თავი დაგვანებონ. არავის დაუძალებია ჩემი შვილისთვის საომრად წასულიყო. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, მათ განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ”, – აღნიშნა გარდაცვლილი ჯარისკაცის მამამ.
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ალქსანდრე გრიგოლაშვილი დღეს დილით სამშობლოში ჩამოასვენეს. გარდაცვლილი სამშობლოში მისმა ორმა უკრაინელმა თანამებრძოლმა ჩამოაცილა. აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი “აიდარში” იბრძოდა. ის 18 დეკემბერს დაიღუპა. გარდაცვლილი 32 წლის იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები