ბაბუშერას აეროპორტში დაღუპულები პატივით დაკრძალეს (ფოტოკოლაჟი)

ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ აფხაზეთში, ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლის ნეშტი დაკრძალეს.tavdacva1
დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიუსამძიმრეს. ძმათა სასაფლაოზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები.tavdacva2
საქართველოს შეიარაღებული ძალების საპატიო ყარაულმა მებრძოლთა ნეშტები სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცერემონიალში საქართველოს შეიარაღებული ძალების სასულე ორკესტრიც მონაწილეობდა.tavdacva3
დაკრძალვამდე ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული ქართველი მეომრების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.tavdacva4
ბაბუშერას აეროპორტში აფეთქება 1993 წლის 22 სექტემბერს მოხდა. აფეთქებისას ერთი ოჯახიდან ოთხი ქართველი მებრძოლი ვასიკო და ნუკრი წიკლაურები, თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები დაიღუპნენ. ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელ ექსპერტ-ანთროპოლოგის მონაწილეობით განხორციელდა. იდენტიფიცირების მიზნით, ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადმოასვენეს. დნმ პროფილები და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისთვის ზაგრების ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.tavdacva5

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები