ნარკოდილერმა 3კგ კოკაინი ძაღლების კუჭში მოათავსა და საზღვარზე გადატანა სცადა

 

     პერუს პოლიციამ მექსიკის მოქალაქე, 22 წლის ჯუზეპე ტომბოლან გონსალესი დააკავა, რომელიც ძაღლების კუჭში მოთავსებული 3 კილოგრამი კოკაინის გადატანას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Andina ავრცელებს.
ლიმას პოლიციის უფროსის ბაზილიო გროსმანის განცხადებით, ეს მექსიკაში კოკაინის გადასატანად შინაური ცხოველების გამოყენების პირველი შემთხვევაა. გავრცელებული ცნობით, ნარკოდილერმა სენ–ბერნარის ჯიშის ძაღლებს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარა, რომ მათ კუჭში დიდი ოდენობით ნარკოტიკი მოეთავსებინა. პოლიციელებმა ძაღლები დააძინეს და მათი კუჭიდან კოკაინის 11 პაკეტი ამოიღეს.
გამოცემის ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად ორივე ძაღლს პერიტონიტი დაეწყო, რისგანაც ერთი მათგანი დაიღუპა, ერთი კი გადარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები