ნოდარ ხადური “უპასუხისმგებლო ექსპერტთა” განცხადებებით უკმაყოფილოა

ექსპერტები, რომლებიც პროგნოზირებენ, თუ რამდენს შეიძლება მიაღწიოს ლარის კურსის ნიშნულმა, იქცევიან უპასუხისმგებლოდ, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა. ხადურმა საკუთარი საექსპერტო მოღვაწეობაც გაიხსენა და განმარტა, რომ მსგავს თემაზე თავის დროზე პროგნოზი არ გაუკეთებია და რაიმე კონკრეტული ციფრი არ “დაუხეთქებია“.
“სადამდე შეიძლება მიაღწიოს ლარის კურსის ნიშნულმა ამ საკითხზე პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება. ეს ძალიან სენსიტიურ თემას  ეხება, ეს ეხება საქართველოს ეკონომიკას. არ შეიძლება ექსპერტმა, თუ სხვამ, გააკეთოს პროგნოზები, თუ რამდენი იქნება სამომავლოდ ლარის კურსი. როცა ვიყავი ექსპერტი, პროფესორი და არც ახლა, მინისტრობისას, არასოდეს არ გამიკეთებია ასეთი პროგნოზი და არ დამიხეთქებია რაიმე ციფრი, როგორც ამას აკეთებს ზოგიერთი უპასუხისმგებლო ექსპერტი, ყველაფერს აქვს თავისი წესი, გაცვლითი კურსისი დადგენა ბაზარზე ხდება. ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო -ეკონომიკური გუნდი ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ პროცესმა მიუღებელი ფორმები არ მიიღოს“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები