გიორგი კობერიძემ მარნეულში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ საერთაშორისო მნიშვნელობის მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 5 -კილომეტრიან მონაკვეთზე ხორციელდება ხელოვნური ნაგებობების, ეზოში შესასვლელების მოწყობა, გზის დაზიანებული საფარის აღდგენისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. სარეაბილიტაციო მონაკვეთი მარნეულში კოსტავას ქუჩიდან იწყება და სადახლოს გამშვებ პუნქტთან სრულდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1.170.000 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 30-მდე ადამიანი დასაქმდა. მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზით სატრანზიტო გადაზიდვები ხორციელდება, მისი მოწესრიგება კი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებასა და სატრანზიტო გადაზიდვების გაზრდას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები