ბრალდებული მსაჯების საქმეზე სასამართლო იმსჯელებს

დღეს სასამართლო კომერციული მოსყიდვის საქმეზე ბრალდებული მსაჯების საქმეს განიხილავს. პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით გამოვლენ.
ერთ-ერთი ბრალდებული არბიტრის თეიმურაზ ხუჭუას ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის მხარე მოწმეთა და ბრალდების მხარეთა ჩვენებების გაცნობის შემდეგ ზუსტად ჩამოყალიბდება პოზიციაზე. „ხუჭუა ინარჩუნებს დუმილის უფლებას. დაველოდებით სასამართლოს საჯარო განხილვას, მოწმეების განხილვას და არ არის გამორიცხული, რომ ამის შემდეგ დაცვის მხარე ჩამოყალიბდეს სხვა პოზიციაზეც,“ – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ.
დაკავებულ რვა მსაჯს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ საშუალებას აძლევდნენ წინასწარ შეთანხმებული ჯარიმების რაოდენობის მიხედვით გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები