„დღეს არსებული საარჩევნო სისტემის წყალობით ნებისმიერ მდიდარ ადამიანს შეუძლია პარლამენტში მოხვდეს“

„დღეს არსებული საარჩევნო სისტემის წყალობით ნებისმიერი ფინანსური რესურსის მქონე ადამიანს აქვს საშუალება, არამართლზომიერი გზით პარლამენტში მოხვდეს“,- აღნიშნული განცხადება საარჩევნო სისტემებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრმა კონსტანტინე გამსახურდიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გამსახურდიას განცხადებით, აუცილებელია საარჩევნო სისტემის შესაცვლელად საკონსტიტუციო ცვლილებები მოხდეს, გაუქმდეს მაჟორიტარის ინსტიტუტი და საარჩევნო სისტემა პროპორციულ სიებზე გადავიდეს.
„ საარჩევნო გარემო არ არის სამართლიანი. დღევანდელი კანომდებლობით, ვისაც გააჩნია დიდი ფინანსური და ეკონომიკური რესურსები, აქვთ საშუალება, რომ არამართლზომიერი გზით მოხვდნენ ხელისუფლებაში. ამის საშუალებას იძლევა მაჟორიტარული სიტემა. მაჟორიტარები უმეტესად რეგიონებში იგებენ. იქ არის გზების დაგებაზე, კომუნიკაციების გაყვანაზე საუბარი… იქ არანაირ პოლიტიკაზე საუბარი არ არის. იქ არის მარტო ფულის ხარჯვა და საყოფაცხოვრებო დაპირებები. ამას რომ ბოლო მოეღოს, ამის საშუალება არის საკანონმდებლო ცვლილებები. მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვება ფინანსურ ან ადმინისტრაციულ რესურთან არის დაკავშირებული. ისინი პარლამენტში მუდამ გაურკვეველ, ბუნდოვან და ჩამორჩენილ ინიციატივებს უჭერენ მხარს. ასეთი საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ კავშირშია საკონსტიტუციო ცვლილებასთან. პარლამენტის თავმჯდომარე გონიერი ადამიანია და ისიც გვეთანხმება, რომ საარჩევნო სისტემა ცვლილებებს საჭიროებს“,- განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები