„პარაზიტული მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და ერთიან პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ“

საარჩევნო სისტემებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები პარლამენტში მაჟორიტარული ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვენ და ერთიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან,- ამის შესახებ ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებმა ჯონდი ბაღათურიამ, გიორგი ახვლედიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ დღეს საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“პრესკლუბში ისაუბრეს.
ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივები უკვე გააცნეს.
„პარაზიტული მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად ერთიან პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ. ჩვენ წარვადგინეთ დოკუმენტი, რომელიც ერთი პარტიის გარდა დანარჩენი ყველა პარტიის შეთანხმებას ასახავს იმის შესახებ, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. პარლამენტის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ არსებული სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს და ერთადერთი გამოსავალი პროპორციულ სიებზე გადასვლაა. თუმცა ეს არ არის კოალიციის შიგნით შეთანხმებული. კოალიციაში შესაძლოა აღმოჩნდეს ხალხი, რომელთაც სააკაშვილისდროინდელ ბნელ წარსულში ჩარჩენა ურჩევნია“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
ბაღათურია იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მათი მოკავშირე პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე ფრაქცია იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები