დავით ბაქრაძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა შვედეთის ელჩს მადლობა გადაუხადა, როგორც შევედეთის მთავრობის, ასევე, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ საქართველოსთვის სხვადასხვა პრიორიტეტულ სფეროებში გაწეული დახმარებისთვის.
დავით ბაქრაძემ ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე, შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე და ამ პროცესში ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე შვედეთის მხარემ მზადყოფნა დაადასტურა “ასოცირების შეთანხმების” ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” შესრულების პროცესში ტექნიკური დახმარებისა და კონსულტაციებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები