გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უდედმამოდ დარჩენილ პატარებს და მოხუცებს გიორგობა მიულოცა
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, უდედმამოდ დარჩენილი პატარები და ას წელს გადაცილებული მოხუცები ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ.
გამგებლის, დავით ონიაშვილის ინიციატივით, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გამგეობამ უდედმამოდ დარჩენილი პატარები ბავშვთა გასართობ ცენტრში დაპატიჟა, სადაც მათ უამრავი სიურპრიზი დახვდათ.
„გვინდოდა ეს დღე ამ პატარებისთვის განსაკუთრებული ყოფილიყო, მგონი გამოგვივიდა. ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და ვეცდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ პატარებს ბევრი ლამაზი დღე ვაჩუქოთ“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.