რუსეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

რუსეთში სამართალდამცავებმა „კრიმინალური ავტორიტეტი“ დავით შარაბიძე მეტსახელად „თბილისელი დათო“ კვლავ დააკავეს. „ინტერფაქსის“ ცნობით შარაბიძე 201 წელს რუსეთიდან საქართველოში ერთხელ უკვე იყო გაძევებული.
46 წლის საქართველოს მკვიდრი ქალაქ შელკოვოში იყო დაკავებული. პირადი ჩხრეკის შედეგად მას 3,8 გრამზე მეტი ჰეროინი აღმოუჩინეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ნარკოტიკული საშუალებების დიდი რაოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადატანა“. ახლა რუსეთის ტერიტორიაზე სხვა დანაშაულებებში შარაბიძის ჩართულობა დგინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები