გარეჯვარში გენადი ტ-მ თავის არეში იარაღი დაიხალა

გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში ახალგაზრდა მამაკაცმა გენადი ტ -მ თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი დაიხალა.
ამ დროისთვის, ის გორის სამხედრო ჰოსპიტალშია რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც “კვირას“ სოფელ გარეჯვრის რწმუნებულმა რამაზ ყაყიტაშვილმა განუცხადა, მამაკაცი შეიარაღებულ ძალებში მსახურობს.
“პირადად ვიცნობდი მას, დედამისისგან გავიგე, “მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მის ოჯახის წევრებს პირადად ვიცნობ, არ მაქვს ვერსია, თუ რა შეიძლება გამხდარიყო მისი თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი, სოფელი შეშფოთებულია“, – აღნიშნა სოფლის რწმუნებულმა.
მომხდარზე გამოძება სიისხლის სამართლის კოდექსისი 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები