“იდენტობა” პეკინის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს ეხმაურება

თბილისში, პეკინის ქუჩაძე გარდაცვლილ ახალგაზრდის შესახებ ორგანიზაცია „იდენტობა“ განცხადებას ავრცელებს. „კვირა“ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „მედიით ვრცელდება ინფორმაცია თბილისში, პეკინის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ შეიძლებოდა ყოფილიყო განპირობებული მსხვერპლის ორიენტაციით ან გენდერული იდენტობით. ამ მომენტამდე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც, რაიმე სახის დაზუსტებული ინფორმაცია მომხდარის შესახებ არ გავრცელებულა. რადგან მკვლელობის დეტალები და სავარაუდო მოტივი დაუზუსტებელია. შესაბამისად, გაურკვეველი რჩება მიენიჭება თუ არა შემთხვევას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულის კვალიფიკაცია. ჩვენი დაკვირვებით, პოლიცია თითქმის ყოველთვის ცდილობს ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები არ იყოს ამგვარად კვალიფიცირებული და გამოძიება კლასიკური განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის ან სხვა მუხლით დააკვალიფიციროს, რათა დამნაშავეს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის ტვირთი ააცილოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, “იდენტობა” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაასაჯაროოს მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალები, მათ შორის სახელი და სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, მაგრამ ამავე დროს, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე გაჩენილი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, გაასაჯაროოს იკვეთება თუ არა მომხდარ დანაშაულში სიძულვილის ნიშნები. თუმცა ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, რაც ხშირად ფატალური შედეგითაც სრულდება, საქართველოში გადაულახავლ პრობლემად სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის სათანადო კვალიფიკაციის მიუნიჭებლობა რჩება. სამაგიეროდ, მედია ამ ფაქტით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ კი არ დაინტერესდა, რომ მომხდარი დანაშაული თავისთავად არის შემზარავი, არამედ მსხვერპლის სავარაუდო ორიენტაცია და გენდერული იდენტობა არის მათთვის სკანდალური ინტერესის საგანი. აღნიშნულს ადასტურებს იმ ათობით მედია-წამომადგენლის შეკითხვები, რომლებიც იდენტობასგან მხოლოდ და მხოლოდ მსხვერპლის ორიენტაციის დადასტურებას ითხოვენ. მედია საშუალებებს მივმართავთ თხოვნით, ნუ გახდით მომხდარ ტრაგედიას სკანდალებისა და ყვითელი მედიის თემატიკად. თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ძვირფასია მისი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად. “იდენტობა” წუხილს გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით, თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ახლობლებსა და მეგობრებს და სურვილის შემთხვევაში, სთავაზობს მათ სრულ სამართლებრივ და ფსიქო-სოციალურ მომსახურებას, მათი ინტერესების დაცვას როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლო ინსტანციებში. ასევე, “იდენტობა” მიმართავს ნებისმიერ პირს, ვისაც შესაძლოა რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნდეს მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას დაეხმარება, დაუკავშირდეთ სამართალდამცავ ორგანოებს ან “იდენტობას” ტელეფონის ნომერზე 230 5614. გარანტირებული იქნება თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თქვენი კონფიდენციალურობა”, – ნათქვამია განცხადებაში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები