ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილი დაასახელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრი წარადგინა. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილი დაასახელა. ახლად წარდგენილი მინისტრი საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის მაია ფანჯიკიძის მოადგილე იყო.
თამარ ბერუჩაშვილი დაიბადა 1961 წლის 9 აპრილს ქ.თბილისში. 1978-1985 წწ. მოსკოვის პ. ლუმუმბას სახ. ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი – მოსკოვი. ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი. უცხო ენათა ფაკულტეტი (ფრანგული ენა) კვალიფიკაცია – ქიმიკოსი – მკვლევარი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი, თარჯიმანი. 1996-1998 წწ. ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბლუმინგტონი, ინდიანა, აშშ. საერთაშორისო და შედარებითი ურთიერთობების ფაკულტეტი. 1998 წ. საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი (MPA). 2002-2006 წწ. ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეკონომიკის ფაკულტეტზე, ასპირანტურა. კვალიფიკაცია – ეკონომიკის დოქტორი.
2002-2006 წწ. კარლტონის უნივერსიტეტი – ოტავა, კანადა. პროფესიონალური ტრენინგი – კომერციული დიპლომატია.
1992-1993 წწ. ლიმერიკის უნივერსიტეტი – ლიმერიკი, ირლანდია. პროფესიონალური ტრენინგი – ევროპათმცოდნეობა და ინგლისური ენა.
1991-1992 წწ. იუნესკოს საერთაშორისო მენეჯმენტის ცენტრი – თბილისი, საქართველო. პროფესიონალური ტრენინგი – მენეჯმენტი, საერთაშორისო ურთიერთობები.
1986 -1990 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი. მეცნიერ-თანამშრომელი. 1990-1992 წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი. მთავარი სპეციალისტი. 1992-1994 წწ. საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტი, ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა ტასისის (TACIS) საკოორდინაციო ბიუროს ადმინისტრატორი.
1994-1996 წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო, ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა ტასისის (TACIS) საკოორდინაციო ბიუროს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
05/1997-08/1997 წწ. დოქტორ ზბიგნევ ბზეჟინსკის ოფისი – ვაშინგტონი, აშშ. ანალიტიკოსი.
06/1998-08/1998 წწ. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო. მინისტრის მოადგილე. 1998-2000 წწ. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო. ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.
05/2000-12/2003 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინისტრის მოადგილე. 12/2003-02/2004 წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
02/2004-12/2004 წწ. ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
12/2004-12/2010 წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
01/2011-11/2012 წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ვიცე- პრემიერის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი. 11/2012 წლის ნოემბრიდან მუშაობდა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ. 2013 წლის 1 აპრილიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები