როდიდან გაიზრდება პენსიები – ნოდარ ხადური თარიღს ასახელებს

საქართვლოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, 2015 წელს პენსიის სოციალური კატეგორიის მიხედვით ზრდა აღარ მოხდება და 1-ელი სექტემბრიდან პენსია ყველა პენსიონერს გაეზრდება. ნოდარ ხადური საპარლამენტო უმრავლესობასთან პრემიერის შეხვედრას ესწრებოდა. “დღეს ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის მთავრობამ მიაწოდა უმრავლესობის წევრებს ინფორმაცია, რომ მომავალ წელს, 1-ელი სექტემბრიდან პენსია გაეზრდება ყველა კატეგორიის პენსიონერს 10 ლარით ანუ 2015 წელს პენსიების ზრდა აღარ მოხდება სოციალური კატეგორიის მიხედვით, არამედ ის ყველა პენსიონერისთვის გაიზრდება. ამავე დროს 2016 წელსაც გაგრძელდება ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის პენსიის ზრდის პროცესი”, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები