იმსჯელებენ თუ არა დღეს “თავისუფალი დემოკრატების“ წევრების გადაყენების საკითხზე

პრემიერსა და უმრავლესობას შორის მიმდინარე შეხვედრაზე კომიტეტების თავმჯდომარეობიდან “თავისუფალი დემოკრატების“ წევრების გადაყენების საკითხზე, სავარაუდოდ, არ იმსჯელებენ. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა, კომიტეტის თავმჯდომარეების ყოფნა – არყოფნის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ასრულებს თავმჯდომარე დაკისრებულ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს.
“კომიტეტის თავმჯდომარეების ყოფნა – არყოფნის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად ასრულებს ამა თუ იმ კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულებებს და პასუხისმგებლლობებს. თუ პრობლემები არ იქნება იმ კუთხით, რომ კომიტეტმა შეასრულოს თავისი ფუნქცია, ბუნებრივია, ჩვენ პერსონალური განწყობებით ამ გადაწყვეტილებების მიღებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას დეპუტატების გარდა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრებმა განუცხადეს, ისინი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ახალ ვარიანტს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები