მარიკა ვერულაშვილი უმრავლესობაში გადასვლის მიზეზებზე არ საუბრობს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მარიკა ვერულაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს.
“როგორც იცით, ფრაქცია შეიქმნა. დეტალებზე ფრაქციის თავმჯდომარე ისაუბრებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს მარიკა ვერულაშვილმა.
ახალი ფრაქცია სახელწოდებით: “დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისთვის” უმრავლესობას შეუერთდა.
აღნიშნული ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან” გასულმა იმ დეპუტატებმა შექმნეს, რომლებიც ამ დრომდე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საქმიანობდნენ. ფრაქცია უმრავლესობის შემადგენლობაში გაერთიანდა. მარიკა ველურაშვილი კი ფრაქციის ერთ-ერთი წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები