ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება.
კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას დეპუტატების გარდა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრებმა განუცხადეს, ისინი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ახალ ვარიანტს განიხილავენ.
“ბიუჯეტი იქნება პირველი რიგის საკითხი, რასაც დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ. გვინდა, ეს თემა უმრავლესობის ფორმატში შევაჯეროთ, თუმცა შეიძლება სხვა, პოლიტიკურად საყურადღებო საკითხებზეც იყოს საუბარი”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
საკითხს სხდომაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები