ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლოგისტიკოსთა კონფერენცია მიმდინარეობს

სასტუმრო „ბესთ ვესთერნში“ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ექსპერტ – ლოგისტიკოსთა მოდმივმოქმედი ჯგუფის კონფერენცია მიმდინარეობს.
თავდაცვის სამინსტროს ინფორმაციით, კონფერენცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმა გახსნა.
საერთაშორისო ფორუმზე არსებულ ლოგისტიკურ სტრუქტურაზე, ამოცანებზე, ლოგისტიკის ტრანსფორმაციასა და მრავალეროვნულ ოპერაციებში ლოგისტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
კონფერენციის განმავლობაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები უელსის სამიტის შემდგომ სიტუაციას, ოპერატიულ გარემოსა და ნატოს ლოგისტიკის ინფორმაციების სტრატეგიულ სისტემას განიხილავენ.
ნატოს და მისი პარტნიორი ქვეყნების ექსპერტ- ლოგისტიკოსთა მუდმივმოქმედი ჯგუფის შეხვედრები საქართველოში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები