რა იქნება პრიორიტეტული 2015 წელს დედაქალაქში? – დავით ნარმანიამ ბიუჯეტი წარადგინა

თბილისი მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი წარუდგინა. როგორც ნარმანიამ განაცხადა, 2015 წელს პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები, დედაქალაქის გამწვანება, საბავშო ბაღების მშენებლობა და რებილიტაცია და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. „ჩვენ დავამთავრეთ 2015 წლის თბილისის პროგრამულ ბიუჯეტზე მუშაობა. წინა წლებისგან განსხვავებით 2015 წლის ბიუჯეტი იქნება უფრო გამჭვირვალე, მთელი რიგი პროექტები დეტალურად იქნება წარმოდგენილი. წარმოდგენილი იქნება შეფასებების ინდიკატორები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ პროექტების განხორციელების ეფექტიანობა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები