ზურაბ აბაშიძეს შესაძლოა, ვიცე-სპიკერის თანამდებობის დატოვება მოუწიოს

“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელის ზურაბ აბაშაძის პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან გათავისუფლების საკითხი შესაძლოა, დღეს გადაწყდეს.
არსებული ინფორმაციით, დღეისთვის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა დანიშნული, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება და, რომელზეც, სხვა თემებთან ერთად, ზურაბ აბაშიძის საკითხიც განიხილება.
“კომიტეტთან დაკავშირებით ეს საკითხი არ დამდგარა. ვნახოთ, თუ მუშაობის პროცესში არ აღმოჩნდა პრობლემა, აღმასრულებელ სტრუქტურასა და შესაბამის კომიტეტის ხელმძღვანელობას შორის ამ საკითხს ხელოვნურად არ დავსვამთ, მაგრამ თუ დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა მიმართულებით ფიქრობს კომიტეტის ხელმძღვანელი, მთავრობის შესაბამისი სამინისტრო, მაშინ ბუნებრივია, ეს საკითხი დადგება”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები