ლატვიის პრეზიდენტი: საქართველოსთვის პრაქტიკულ დონეზე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ

 

    ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს რიგის სამიტის ფარგლებში დახმარებას ჰპირდება. როგორც ანდრის ბერზინშმა „მოამბესთან“ ინტევიუში განაცხადა, ლატვია პრაქტიკულ დონეზე ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციაში დაეხმაროს.
„ბრიუსელში ძლიერი გუნდი გვყავს. პრაქტიკულ დონეზე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, დანარჩენი საქართველოზეა დამოკიდებული. ვემზადებით რიგის სამიტისთვის, დიდი მოლოდინის შექმნა წინასწარ არ მინდა. რიგის სამიტი მოახდენს შეფასებას რა გააკეთეს ამ მოკლე ხანში ანუ წინა სამიტის შემდეგ მაისამდე აღმოსავლეთ სამიტის პარტნიორებმა, რას მივაღწიეთ. აქაც ყველაფერი თქვენზე და თქვენს პროაქტიურობაზეა დამოკიდებული. ჩვენი მხრიდან იქნება მხადაჭერა“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
2015 წლიდან 6 თვით ევროკავშირის პრეზიდენტობას სწორედ ლატვია ჩაიბარებს. მაისში კი რიგაში „აღმოსავლეთ პარტნორობის“ მომდევნო სამიტი გაიმართება, სადაც საქართველო ევროპული პერსპექტივის გახსნას ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები