ამირან გიგუაშვილი: ღმერთმა დაიფაროს საქართველო ლევან ვასაძის ხელისუფლებაში მოსვლისგან

 

   ღმერთმა დაიფაროს საქართველოც და ჩვენი მთავრობაც რაიმე ფორმით ლევან ვასაძის ხელისუფლებაში მოსვლისგან, – ასე ეხმაურება პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე ამირან გიგუაშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას, რომ მისთვის მთავრობაში რაიმე თანამდებობა არ შეუთავაზებიათ.
როგორც გიგუაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ვასაძის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა იქნება პირდაპირი სიგნალი, რომ ქვეყანამ ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია.
„ძალიანაც კარგი, თუ არაფერი შეუთავაზებიათ ვასაძისათვის. ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე მისთვის პოსტის შეთავაზება და ამ პოსტზე მისი გამწესება იქნება პირდაპირი სიგნალი, რომ ქვეყანამ ნამდვილად გადაუხვია ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, რადგან ვასაძე ძალიან შორს არის დასავლური ღირებულებებისგან, ის აშკარად გამოხატული ანტიდასავლელია. ღმერთმა დაიფაროს საქართველოც და ჩვენი მთავრობაც რაიმე ფორმით ლევან ვასაძის ხელისუფლებაში მოსვლისგან“, – განაცხადა გიგუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ყოფილა შეთავაზება მთავრობის მხრიდან რაიმე თანამდებობაზე, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა – „როგორც ყოველთვის, არა. მადლობა ღმერთს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები