თამბაქოს ნაწარმზე, ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი იზრდება

2015 წლის პირველი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე, ასევე ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი არსებულთან შეარებით ორჯერ იზრდება. მომავალი წლის პირველი ივნისიდან კი ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე გადასახადის ე.წ. შერეული სისტემა შემოდის.
ამას საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა. პროექტის მიხედვით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის აქციზის განაკვეთი იქნება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის და ამ საქონლის საცალო-სარეალიზაციო ფასის 5%-ის ჯამი.
თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი განისაზღვრება როგორც რაოდენობისა და წონის, ასევე საცალო-სარეალიზაციო ფასის მიხედვით. გარდა ამისა, იცვლება აქციზის გადასახადის წესი.
რაც შეეხება თამბაქოს ნაწარმს, 2015 წლის 1-ელი იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის განაკვეთი იზრდება 0.15, ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე, 20 ღერზე – 0.005 ლარის ოენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები