ფინანსთა მინისტრი ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა

 

     საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს დღეს გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარმა ხადურმა და ევროკავშირის ახალდანიშნულმა ელჩმა იანოშ ჰერმანსმა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების მიმდინარეობა და სამომავლო პროექტების განხორციელების პერსპექტივა.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო, როგორც საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობის და მათი მხარდაჭერის კოორდინაციის კუთხით წამყვანი უწყება, მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, რათა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და შეუქცევადი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები