„ვიღაცები მცდარი ინფორმაციით კვებავენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვიღაცები მცდარი ინფორმაციით კვებავენ. ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს იმ თემის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც “თავდაცვის სამინისტროში “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი კომპანიების ყოფნას შეხებოდა. მისი განცხადებით, ეს არის აბსოლუტურად მცდარი ინფორმაცია.
“გარდა ამისა, მე მართლაც შეშფოთებული ვარ იმით, რომ ყველამ მოირგო პროკურორის მანტია და პირდაპირ გეტყვით, როდესაც გაიხსნება სასამართლო, საქმეებზე გრიფი იქნება მოხსნილი, ყველ კარგად დაინახავს, რომ კანონის გარდა არაფრით არ ხელმძღვანელობდა თავდაცვის სამინისტრო”, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, ყველა იმ უწყებაში, სადაც “თავისუფალი დემოკრატები” იყვნენ წარმოდგენილი, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდა. ალასანიას განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში კვება გაუმჯობესდა.
“კვება როგორ გაუმჯობესდა ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯარისკაცებმა და მათმა ოჯახებმა კარგად იციან. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ იმაში, რომ ღირსეული კვება ჰქონდეთ ჯარისკაცებს და შესაბამისი შეიარაღება ჰქონდეთ. რაც მთავარია ჯარში მოტივაცია არის მაღალი და ეს არის დამსახურება ამ ორი წლის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გვეყოს სახელმწიფოებრივი აზროვნება, ნუ დავაზიანებთ იმ ინსტიტუტებს, რომლისთვისაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყველაფერი გაგვემართა. საქართველოში ყოველთვის იქნება მოსაზრება, რომ რაღაცა არ კეთდებოდა სწორად, ვიღაცამ დააკლო მცდელობა, მაგრამ ცალსახად მინდა ვთქვა, რომ იმ უწყებებში, სადაც “თავისუფალი დემოკრატები” ვიყავით, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდა”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები