დავით შავლიაშვილმა ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის 17 -კილომეტრიანი საავტომობილო გზა გახსნა

სამეგრელოში, ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის 17 -კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
გზის ოფიციალურ გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ვაჟა ფანჩულიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო. რეაბილიტირებულ გზაზე სიმბოლურად 20-მდე ველომოყვარულმა გაიარა, რომელთაც დაგებული გზის ხარისხი და უსაფრთხოება პირადად შეამოწმეს.
პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, რკინა-ბეტონის კიუვეტები, ასევე ბორდიურები და ტროტუარები მოეწყო. ეზოებში შესასვლელებზე კი ლითონის მილები დამონტაჟდა. საავტომობილო გზაზე ერთი ახალი ხიდი აშენდა, ხოლო ერთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღნიშნული მონაკვეთი 5 სოფელს – ნოქალაქევს, ნახურცილაოს, ლეძაძამეს,თამაკონსა და დიდ ჭყონს ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ, დაახლოებით, 7 მილიონი ლარი შეადგინა. სამუშაოებზე 400-მდე პირი იყო დასაქმებული.
ამავე საგზაო მონაკვეთზე, დამატებით, 6 – კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყო. პროექტის განხორციელების შედეგად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლები სენაკის მუნიციპალიტეტს უმოკლესი გზით დაუკავშირდება. ნოქალაქევი-ლეძაძამე- დიდი ჭყონის მონაკვეთის რეაბილიტირებით, კომფორტული გახდება გადაადგილება ბარბარეს სახელობის მარტვილის უძველესმონასტრამდე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმამდე და ნოქალაქევის ციხესიმაგრემდე.
სარეაბილიტაციომონაკვეთზე, სულ 7 ეკლესია მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები