პრემიერი სპორტსმენ გურამ გუგენიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს მსოფლიო ჩემპიონის – გურამ გუგენიშვილის დაღუპვის გამო. პრემიერი დაღუპულის ოჯახებს, მეგობრებს და სპორტსმენებს თანაუგრძნობს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენის, მსოფლიო ჩემპიონის – გურამ გუგენიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. გურამ გუგენიშვილის ასპარეზობა ყოველთვის ექცეოდა ყურადღების ცენტრში. მას ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა და სიამაყით გვავსებდა ყველას. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ის ასე ახალგაზრდა – 28 წლისა წავიდა ჩვენგან, მაშინ, როცა წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდა. გულწრფელად თანავუგრძნობ გურამის ოჯახს, მეგობრებს, სპორტსმენებს, მის გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს“, – აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები