ნოდარ ხადური გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ფონდის ხელმძღვანელთან, საშა გრაუმანთან ერთად, ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის შემცირების გზები და ის რეკომენდაციები, განიხილეს რომელსაც Unicef-ი სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამების პარალელურად, სთავაზობს მთავრობას ქვეყანაში ყველაზე დაუცველი ბავშვების დასახმარებლად.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია, თუ როგორი შეიძლება იყოს სოციალური დახმარების სისტემა და სპეციალური შეღავათები, რომელიც ხელს შეუწყობს ყველაზე დაუცველი ბავშვების კეთილდღეობის ზრდას.
ფინანსთა მინისტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის პრობლემის მოგვარება მთავრობისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რისთვისაც Unicef-თან ერთად ხელისუფლება მზადაა ინტენსიური თანამშრომლობისთვის.