თბილისის საკრებულოში “თავისუფალ დემოკრატებს” დამოუკიდებელი ფრაქცია ექნებათ

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელის გიორგი მუსხელიშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოში “თავისუფალ დემოკრატებს” დამოუკიდებელი ფრაქცია ექნებათ.
მისი თქმით, საკრებულოში ჩატარებული ფრაქციის სხდომაზე გადაწყდა, რომ საკრებულოს კოალიცია “ქართული ოცნებიდან” გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია.
მისივე განცხადებით, ფრაქციას შეეცვლება სახელწოდება და “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების” ნაცვლად,
“თბილისს რაც სჭირდება, იმას ჩვენ გავაკეთებთ, ვინაიდან ამომრჩეველთან ამაზე გვაქვს დაპირება მიცემული”, – აღნიშნა გიორგი მუსხელიშვილმა. ფრაქცია სულ 4 წევრისაგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები