ვახტანგ გომელაური: ეთნიკური ნიშნით არსებულ პრობლემებზე საუბარი არასწორია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური ახმეტაში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი ჩხუბი იყო ერთი სოფლის მცხოვრებლებს შორის და რაიმე ეთნიკური ნიშნით არსებულ პრობლემებზე საუბარი არასწორია. ვახტანგ გომელაური ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას, ჩხუბში მონაწილეთა პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.
„არავინ არ გაუშვიათ, დაკავებულები არიან ჩხუბზე. ჩვენმა მოქალაქეებმა ჩვეულებრივად იჩხუბეს და დღეში შეიძლება ასეთი ორი-სამი ფაქტი მოხდეს. ჩვეულებრივი თემა იყო, სოფლელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები