კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ხაშურის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს.
საკრებულოში კოალიციის შემადგენლობაში “თავისუფალი დემოკრატებიდან” სამი წევრი იყო, მათ შორის ერთი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცხადიაშვილია. გიორგი ცხადიაშვილის განცხადებით, ირაკლი ალასანიას გუნდის სამივე წევრი ხაშურის საკრებულოში კოალიციას ტოვებს და ცალკე ფრაქციას “თავისუფალი დემოკრატები” ქმნის.
მისივე თქმით, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები ერთგულები არიან გუნდის, პოლიტიკური პარტიის და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღეს კოალიციის დატოვების გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები