ვახტანგ კიკაბიძე: მითხრეს, პუტინი წმინდანია, თქვენ კი უნდა დაგხვრიტოთო

ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე ტერორისტების მიერ განხორციელებულ მუქარაზე პორტალ „კვირასთან“ საუბრობს. კიკაბიძე იმ სიტყვებს იხსენებს, თუ როგორ მიმართავდნენ მას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერორისტები. მსახიობს არ აქვს ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ დაურეკეს სწორედ მას. სხვა დეტალებზე კიკაბიძეს საუბარი არ სურს.
„დამირეკეს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერორისტებმა. მითხრეს, პუტინი წმინდანია, თქვენ კი უნდა დაგხვრიტოთო. არ ვიცი, კონკრეტულად მე რატომ დამირეკეს, ან კონკრეტულად ვინ იყვნენ ისინი“, – აცხადებს კიკაბიძე „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ კიკაბიძემ მუქარის შემცველი სატელეფონო ზარის შესახებ უკრაინული გადაცემა „სვეტსკაია ჟიზნის“ ეთერში განაცხადა. ცნობილია, რომ მსახიობი უკრაინის ერთიანობისთვის გამოდის. მანამდე კიკაბიძემ განაცხადა, რომ მას ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში წასვლა და უკრაინის დაცვა სურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები