„რაც ალასანიამ ვერ გააკეთა ორი წლის განმავლობაში, ალექსანდრე ჭიკაიძემ ერთ წელში გააკეთა“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის რაც ალასანიამ ორი წლის განმავლობაში ვერ გააკეთა. ალექსანდრე ჭიკაიძემ ერთ წელში მოახერხა. მისი თქმით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ვერ შეძლო 2 წლის განმავლობაში სამხედროების კვების საკითხის მოწესრიგება.
“სხვათა შორის, რაც ალასანიამ ვერ გააკეთა ორი წლის განმავლობაში, ალექსანდრე ჭიკაიძემ გააკეთა 1 წელიწადში – კვება ვერ მოაწესრიგა ორი წლის მანძილზე და 880 სამხედრო, ჩვენი გმირი ჯარისკაცები მოიწამლნენ. რაზეა საერთოდ საუბარი? პოლიტიკა არ არის პოდიუმზე სიარული, კეკლუცობა და გაპრანჭული საუბარი. ჩვენ არ გვცალია და არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვასიამოვნოთ ვიღაც-ვიღაცეებს. ჩვენ ვაკეთებთ საქმეს ხალხისთვის. ეს არის ჩემთვის მთავარი”, – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები