„სახელმწიფო საზღვარი ქვეყნის სახეა, კარგად დაცული საზღვარი ძლიერი სახელმწიფოს გარანტი“

სახელმწიფო საზღვარი ქვეყნის სახეა, კარგად დაცული საზღვარი ძლიერი სახელმწიფოს გარანტი, – ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა 2014 წელს განხორციელებული სასაზღვრო პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„იყო ქვეყნის მესაზღვრე, ეს ფრიად საპასუხისმგებლო და საამაყო საქმეა, სახელმწიფო საზღვარი ქვეყნის სახეა, კარგად დაცული საზღვარი ძლიერი სახელმწიფოს გარანტი, ხოლო ძლიერი სახელმწიფო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ბედნიერი მომავლის საწინდარი. ჩვენ ზუსტად აქეთ მივდივართ. გარწმუნებთ, რომ სასაზღვრო პოლიცია ყოველთვის იქნება შსს-ს ავანგარდში, ქვეყნის უსაფრთხოებასა და წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში“, – განაცხადა გამეზარდაშვილმა
გამეზარდაშვილი თანადგომისა და მესაზღვეებზე ზრუნვისთვის შს მინისტრს მადლობას უხდის.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, საქართველოს შს მინისტრსი ალექსანდრე ჭიკაიძის თანადგომა სასაზღვრო სფეროსა და მესაზღვრეებზე ყოველდღიური ზრუნვის შესახებ, რისთვისაც მესაზღვრეების სახელით დიდი მადლობას მოვახსენებ მას. ასევე მადლობას მოვახსენებთ, შს მინისტრის მოადგილეებს ბატონ ვახტანგ გომალაურს და დავით ხუციშვილს 2014 წელს სასაზღვრო პოლიციაში ერთად გაწეული საქმიანობისთვის“, – განაცხადა გამეზარდაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები