დავით სერგეენკო აშშ-ში ვიზიტით იმყოფება

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისიტრი დავით სერგეენკო საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი სიტყვით გამოვიდა აშშ-ს დაავდებათა კონტროლის ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე – ”ვირუსული ჰეპატიტების კონტროლი”.
აღნიშნულ შეხვედრას აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების (NCHHSTP) დირექტორი, ჯონ ვორდი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების პრევენციული დეპარტამენის ხელმძღვანელი, კლაუდია ველოზი, დაავადებათა კონტროლის ფონდის ვიცე – პრზიდენტი ვერლა ნესლუნდი, აშშ-ს ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორი კატერინ კეარსი, ასევე, აშშ-ს წამყვანი კვლევითი ცენტრებისა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგელები ესწრებოდნენ.
11 ნოემბერს დავით სერგეენკო შეხვედრას გამართავს პრეპარატ ”სოფოსბუვირის” მწარმოებელი კომპანიის, ”გილეადის” ხელმძღვანელობასთან, აღნიშნული პრეპარატის საქართველოში ხელმისაწვდომ ფასებში შემოტანის საკითხთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები